|
2020-03-21 22:07:51, 1149 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მივმართავ ბიზნესსექტორს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები
თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, თავის მხრივ, მთავრობა უახლოეს ხანებში წარადგენს პაკეტს, თუ რა დახმარებას გაუწევს ბიზნესსექტორს. „მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მეც გავაკეთე განცხადებები, რომ ჩვენ ბიზნესს, ადამიანებს არ დავტოვებთ პირისპირ ამ პრობლემების წინაშე. ორი უდიდესი პრობლემაა: პირველი, რა თქმა უნდა, არის ვირუსთან ბრძოლა. ამ ვირუსს ებრძვის მთელი მსოფლიო და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული და პრობლემები არავის ჰქონდეს. მეორე კი არის ის, რომ ეს პროცესები გარკვეულ დარტყმას, ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამორჩეული, რომ ეს არ შეეხოს ჩვენს ეკონომიკას. შესაბამისად, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი პაკეტი, თუ რა დახმარებას გავუწევთ ბიზნესსექტორს და რა ნაბიჯები იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: ხშირად ისმის ადამიანების მხრიდან, მეც ძალიან ბევრი მწერს, რომ ამა და ამ კომპანიამ სახლში გაუშვა ხელფასის გარეშე. ვფიქრობ, დღეს ყველამ უნდა გავიჭირვოთ. მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა, რათა თქვენ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა ღირსეულად შეძლოთ. დარწმუნებული ვარ, ამას გაითვალისწინებს ბევრი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი და ადამიანებს არ გაუშვებთ ხელფასის გარეშე სახლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„დღეს ძალიან მომატებული იყო სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხალხის რაოდენობა, პროდუტების შესყიდვასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას: ისინი არ იქნებიან შეზღუდულები იმაში, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გამოვიდნენ საკვების შესაძენად. ასევე ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს აფთიაქები და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, იყიდოს ყველა საჭირო წამალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)