17:06 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 21:53:01, 1425 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან

 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.


 მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, წესების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.


„ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ  უკვე, თუ როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის  თუ კარანტინის წესების დარღვევა. ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, ასზე მეტი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და ეს შუქდებოდა კიდეც.  დიდი მადლობა ამისთვის ტელევიზიებს. აქედან გამომდინარე, ეს თუ  ისევ გაგრძელდება,   დაემატება ამას   ადმინისტრაციული  ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ბატონმა პრემიერმაც ისაუბრა. არაერთხელ გავაჟღერეთ ინფორმაცია ტელევიზიით.  მეორე დარღვევის შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან  ეს პირები. აღარ მოხდება მათი გადაყვანა კარანტინში ჯარიმისა და პასუხისგების გარეშე“, -  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics