|
2020-03-21 14:42:17, 998 ნახვა
საზოგადოება
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. საქართველო წელს მეცხრედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას მსოფლიო გზავნილით - „გადაწყვეტილება ჩვენზეა“. ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს მიზანია, ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და საზოგადოებაში დაამკვიდროს ადეკვატური ღირებულებები სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. ამ მიმართულებით სამინისტრო „ინკლუზიური სწავლების პროგრამას“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის ქვეპროგრამა - მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ პირების (მათ შორის შშმ პირების) სწავლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლების საფეხურზე - სსსმ და შშმ პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ და შშმ სტუდენტების განათლების ხელშეწყობა. საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების ქვეპროგრამა - სენსორული (სმენა) დარღვევის, საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის, აუტისტური სპექტრის მქონე და ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით - სხვადასხვა მიზეზით განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა განათლების უზრუნველყოფა. ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობა. სკოლის ადრეული მიტოვების პრევენცია. მიზნობრივი ჯგუფების სოციალიზაციის მიზნით საჯარო სკოლების ბაზაზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება. ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა - ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. ქვეპროგრამის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იქმნება დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები, გზამკვლევები და პოსტერები.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)