07:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 13:55:14, 1860 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: არც ერთი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანი საქართველოში დაფიქსირებული არ არის

„არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ყველა პირდაპირი რეისი გადადებულია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დილის მონაცემებით, გუშინ საზღვარზე შემოვიდა დაახლოებით, 144-მდე ჩინეთის მოქალაქე და საქართველოდან გავიდა 110-მდე ადამიანი.

„დილის ინფორმაციით, გუშინ საზღვარზე შემოვიდა დაახლოებით, 144-მდე ჩინეთის მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და ასევე საქართველოდან გავიდა  დაახლოებით 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი დაფიქსირებული არ არის. ყველა პირდაპირი რეისი გადადებულია, რომლებიც კვირის განმავლობაში ორჯერ უნდა განხორციელებულიყო. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები ჯერჯერობით არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სხვა აკრძალვითი ღონისძიებები, მოგზაურობა, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics