2020-01-27 11:55:24, 1023 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები საქართველოში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,