07:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 10:48:45, 994 ნახვა

საზოგადოება
​ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ დროისთვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

ამასთან, მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც რისკი მაღალია.

„ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000 მიაღწია. რა თქმა უნდა ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია სხვა ყველა ქვეყანა.

ჩვენ რაც შეგვეხება პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია.

ზოგადად შესაძლებელია დადგედ საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემოსული მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდება ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით. ასევე ყველა მგზავრისთვის არის ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცენ იმ შემთხვევაში თუ მათ აღმოაჩნდებათ ვირუსის სიმპტომები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics