07:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 11:25:36, 2379 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება - ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.  ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერილ მიმართვაში.

„გვსურს, გამოვხატოთ დიდი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად 30 სახლი დაინგრა, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 20-ს მიაღწია, დაშავებულია ასობით ადამიანი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics