2020-01-22 16:51:44, 1300 ნახვა
საზოგადოება
25 იანვრამდე საქართველოში ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,