16:39 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 15:45:09, 332 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, მოითხოვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოწმის სახით.

"ვინადან, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები, არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამინის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითრების ფონზე საქარველოს დაახლოება [რუსეთთან] ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები, პირველად ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს", - თქვა ხატია დეკანოიძემ

მოსამართლე, რევაზ ნადარაიამ მას ჰკითხა რა გარემოებს დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილი.

"სარჩელთან დაკავშირებით, რა გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრებს?", - იკითხა მოსამართლემ,

ხატია დეკანოიძის რეპლიკაზე "მაცალეთ", მოსამართლე ნადარაიამ უპასუხა, რომ "ვერ აცდიდა".

ხატია დეკანოიძემ განაგრძო, რომ მას აინტერესებს "რა ელის საქართველოს, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძავას აპირებს ბიძინა ივანიშვილი" და ამიტომ სურს მისი მოწმის სახით გამოძახება. მისი განცხადებით, მას სხვების გამოძახების შუამდგომლობაც ჰქონდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, დეკანოიძეს სხდომას დაატოვებინებდა და უთხრა, რომ სიტყვას აწყვეტინებდა.

"გაფრთხილების შემდეგ, სასამართლოს აქვს უფლება, გააძევოს სხოდმის დარბაზიდან მათ შორის წარმომადგენელი", - თქვა ნადარაიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics