05:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 19:37:41, 568 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია: ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ნარმანიას განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული

თბილისის მერია ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით,  საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს, ვინაიდან როგორც მერიაში განმარტავენ,  დავით ნარმანიას მიერ გაკეთებული განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული.

"იმ შემთხვევაში თუ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქშიც მოხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, გაზრდილ ტარიფს დედაქალაქის მერია დაუფინანსებს",-აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება.  მისივე მტკიცებით, იმ ოჯახებს, რომლებსაც კომუნალური გადასახადის გადახდის პრობლემა ექნება, თბილისის მერია აუნაზღაურებს.

„თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მათ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში და ჩვენ ავუნაზღაურებთ. სემეკის მიერ როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საერთო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ არცერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადის პრობლემა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics