|
2015-07-24 17:51:19, 503 ნახვა
საზოგადოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა გულისხმობს სასტიპენდიო ვაუჩერის დაწესებას იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ კომპიუტერულ და ელექტრულ ინჟინერიაში. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს მიიღებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარია, რაც გულისხმობს ერთჯერადად ათი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის (გადასახადების ჩათვლით) გაცემას. „ბაზისბანკი 20 000 ლარით დააფინანსებს 10 წარჩინებულ სტუდენტს და ხელს შეუწყობს მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაში მონაწილეობას. ჩვენ უკვე არაერთი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ილიას უნივერსიტეტთან. დაფინანსებული გვაქვს სხვადასხვა პროგრამები და ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ილიას უნივერსიტეტისა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა“, - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ. „კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები არამხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისთვის, არამედ საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარებისთვის. ამიტომ მივესალმებით ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორის ბაზისბანკის ინიციატივას, რომ ასე დახმარებოდა სტუდენტებს და უნივერსიტეტს“, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ. სასტიპენდიო ვაუჩერის ერთჯერადად მიღების შესაძლებლობა ექნებათ: - აბიტურიენტებს, რომლებიც 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრონული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია) და, გამოცდებზე მიღებული ქულების რეიტინგით, იქნებიან ამ პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელთა შვიდეულში (სულ გაიცემა შვიდი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი). - სტუდენტებს, რომლებიც 2015 წლის მობილობის შედეგად გადმოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრონული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია). შერჩევის კრიტერიუმებს გაგაცნობთ პრეზენტაციაზე. (სულ გაიცემა სამი 2000-ლარიაინი სასტიპენდიო ვაუჩერი). ღონისძიების სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი, კენ უოლში გაუძღვა. ასევე, დაეთვალიერებინათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (გეიმლაბი).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)