04:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 10:56:34, 468 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს აკადემიამ პროექტის მართვის რეგიონულ სემინარს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის ინიციატივის – „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ – ფარგლებში, პროექტის მართვის ორდღიანი რეგიონული სემინარი გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას ევროკავშირის ექსპეტრები უძღვებოდნენ და მასში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები იღებდნენ. სემინარში, ასევე, რეგიონლული მასშტაბით მოლდოვას, უკრაინისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სემინარი მიზნად ისახავდა ევროკავშირის ამ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების იმპლემენტაციასა და მონიტორინგში ჩართული პერსონალის უნარჩვევების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა პროექტი 44 –„ქბრბ საფრთხეებზე (ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები) პირველადი მორეაგირეების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში“, რომელიც 2015 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქბრბ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფას, პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მორეაგირე უწყებების სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, შესაბამისი ტრენინგებისა და საწვრთნელი ვარჯიშების (მათ შორის სამაგიდო ვარჯიშების) ჩატარება, რეაგირების სფეროში არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

უახლოეს მომავალში პროექტის საიმპლემენტაციო ფაზა დაიწყება. რეგიონული სემინარიც სწორედ ამ ფაზის წარმატებით განხორციელებას ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics