18:03 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 10:43:11, 572 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის, გამოვლენის და მეორადი ინსპექტირების სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

უწყების ინფორმაციით, სერტიფიკატების საზეიმო გადაცემის ცერემონიალს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი დაესწრნენ. ოთხდღიანი სწავლება აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.

ტრენინგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯეისონ ფისტნერმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურ საქმეთა გამომძიებელმა დავით ქაჯაიამ ჩაატარეს.

სწავლება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმის პორტში და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მომსახურე საპატრულო პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა მიიღო. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის, მეორადი ინსპექტირების და პიროვნების იდენტიფიცირების კუთხით ქართველმა სამართალდამცველებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics