04:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 12:23:58, 503 ნახვა

საზოგადოება
"ოქროს საწმისში" მაცხოვრებელი დევნილები ოლიმპიური სოფლის კომპლექსში შესახლებას ითხოვენ

საცხროვრებელ კომპლექს "ოქროს საწმისში" მაცხოვრებელი დევნილები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ოლიმპიური ქალაქის კომლექსში შესახლების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.
როგორც დევნილები აცხადებენ, 170-მდე ოჯახი წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ოლიმპიურ კომპლექსში შესახლების მოთხოვნით, დევნილებმა  პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართეს,  მთავრობის მეთაურმა კი, საკითხის შესწავლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ  ციცო ოჩიგავამ განუცხადა, ლტოლვილთა სმაინისტრომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
საცხოვრებელ კომპლექს "ოქროს საწმისის" მაცხოვრებლები ოლიმპიური ქალაქის ერთ-ერთ კორპუსში გადასვლაზე საბოლოო უარის მიღების შემთხვევაში, ოლიმპიური ფესტივალისთვის ხელის შეშლით იმუქრებიან.
"ჩვენ ვცხოვრობთ "ოქროს საწმისში" თბილისის ზღვაზე, არც გვიმტკიცებენ,  არც არაფერი, რადგან ის არის კერძო. გაგრელები 23-ე წელია იქ ცხოვრობენ. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. ჩვენი ოთახები 12 კვადრატია, კუხნაც იქაა, ტუალეტი, აბანო. ხალხი თეფშებს ტუალეტში რეცხავს. ერთ ოთახში 6 სულია. ფეხის დასადგმელი ადგილი არაა. მივმართეთ პრემიერს,  მან გადააგზავნა ლტოლვილთა სამინისტროში, ლტოლვილთა სამინისტრომ კი, პასუხი გამოგვიგზავნა - ჯერჯერობით არ კმაყოფილდებით. ვითხოვთ, ჩვენ ახლოს ვართ ვარკეთილთან, ოლიმპიურ ქალაქთან,  ერთ კორპუსში გადაგვიყვანონ, დაგვაკმაყოფილონ ფართებით. პირობა შეგვისრულონ. აეროპორტის ხალხს თუ ეკუთვნის, ჩვენ გვერდით ვცხოვრობთ, ჩვენც გვეკუთვნის. 170-მდე ოჯახია. თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, დღეიდან ოლიმპიური გზის გადაკეტვას დავიწყებთ. შეიძლება ღამეც იქ გავათენოთ, სანამ ოლიმპიადა არ დამთავრდება. ამის პირობას ვიძლევით. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, ოლიმპიადა ჩატარდეს თბილისის ზღვაზე.ჩვენ არავის გადაყენებას არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დევნილების დაკმაყოფილებას",-განუცხადა ციცო ოჩიგავამ "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics