|
2015-07-22 16:06:53, 494 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, უწყების ცნობით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექნიზატორის“ მომსხურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ადგილობრივ მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექნიზატორის“ ტექნიკა ადგილობრივებს უსასყიდლოდ მოემსახურება, ხოლო მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექნიზატორის“ მომსხურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შპს „მექანიზატორის“ ადგილობრივ სერვისცენტრებსა და სოფლებში სერვისცენტრების წარმომადგენლებს უნდა მიმართონ“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)