|
2015-07-22 14:38:49, 625 ნახვა
საზოგადოება
სემეკმა თბოელექტროსადგურებს გაძვირებული ტარიფი დაუდგინა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი წარმოადგინა. პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებს ლარის კურსის ვარდნის შედეგად ჰქონდათ, მეორე პროექტი კი ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა. კომისიამ კენჭი მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო. მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დღევანდელი ტარიფი 7,319 ლარი კი 10,194 ლარით გაიზარდა. შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებდა, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკულ კომპანიებს, განსაკუთრებით თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)