04:09 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 12:49:47, 613 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა, ვახტანგ ყოლბაიამ და დავით ნარმანიამ დევნილ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვება უსურვეს

სოზარ სუბარმა, ვახტანგ ყოლბაიამ და დავით ნარმანიამ დევნილ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვება უსურვეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დევნილ სპორტსმენეს შეხვდნენ. 
როგორც ლტოლვითა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, შეხვედრა სპორტსმენებთან ძალიან ამაღელვებელი იყო. 
„ძალიან ამაღელევებელი იყო, რომ შევხვდით ძალიან მოტივირებულ ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვარ მომავალ ჩემპიონებს. ისინი მრავალგზის ასახელებენ ჩვენ ქვეყანას და იმ ღირსეულ ტრადიციებს გააგრძელებენ, რომელიც ჩვენს ქვეყანას და აფხაზეთის მკვიდრებს აქვთ“,-განაცხადა  სოზარ სუბარმა. 
სოზარ სუბარმა, დავით ნარმანიამ და ვახტანგ ყოლბაიამ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები  უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დევნილი ახალგაზრდები ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის სხვადასხვა სახეობებში იასპარეზებენ, კერძოდ: ზოლოტუხინა დიანა (მძლეოსნობა) სოსელია საბა(მძლეოსნობა)  ჩაკაბერია მარი (მძლეოსნობა)   ლუკავა დათო(მძლეოსნობა)  პერტაია ოთარ (კალათბურთი) გადელია თათია( ხელბურთი)  მაქაცარია ანა( ჩოგბურთი) 
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის  2 აგვისტომდე საქართველოს  დედაქალაქი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას-ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. 
თბილისს 50 ქვეყნის 6000 ახალგაზრდა სპორტსმენი ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics