|
2015-07-22 12:30:35, 650 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციას აგრძელებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანას აგრძელებს. როგორ „ექსპრესნიუსს“ რეესტრიდან აცნობეს, პროექტი გულისხმობს ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და მის საზღვრების ასახვას. მათივე ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ საკადასტრო გეომონაცემთა ბაზაში დამატებით უკვე 9500 მიწის ნაკვეთია განთავსებული. „არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანის პროექტი აღსადგენი საკადასტრო მონაცემების შესაბამისი უძრავი ნივთების იდენტიფიცირებას, მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, მონიტორინგს, პრობლემური აღსადგენი ნაკვეთების საქმეების და რეგისტრირებული არქივირებული, სკანირებული მასალის განხილვასა და საკადასტრო მონაცემების ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ასახვას გულისხმობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს კადასტრის ცენტრალიზების პროექტი დასრულდა და ამ დროიდან ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსება აუცილებელი პირობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს, ვინაიდან კადასტრის ცენტრალიზებამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრები ერთიან გეომონაცემთა ბაზაში მიახლოებითაც არ არის ასახული. ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე მიწის ნაკვეთების არარსებობა კი პოტენციური გადაფარვებისა და შემდგომი დავების წარმოშობის საფუძველს ქმნის. ძველი საკადასტრომონაცემების ელექტრონიზაციის პროექტს სააგენტო სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და ელექტრონული საკადასტრო რუკის სრულყოფის მიზნით ახორციელებს. საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაცია ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთების გადაფარვების გამოვლენას, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, ძველი, რეგისტრირებული ნაკვეთების ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე იდენტიფიცირებას და მისი საზღვრების შესაბამისი სიზუსტით ასახვას. ამდენად, პროექტის განხორციელებით იმ მოქალაქეთა საკუთრების უფლება, რომლებმაც უძრავი ქონება კადასტრის ცენტრალიზებამდე დაარეგისტრირეს, გადაფარვებისგან თუ სხვა შემდგომი პრობლემებისგან დაცული იქნება“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პროექტის დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)