|
2015-07-21 14:25:05, 615 ნახვა
საზოგადოება
პროექტის "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაძლიერება" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო "ჰოლიდე ინ"-ში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული, შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. მიმდინარე წლის 16 მარტს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ქვე-პროექტს: "სასჯელაღარულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაძლიერება" აღნიშნული ქვე-პროექტის განხორციელების მიზნით, 2015 წლის 19 მარტს ხელი მოეწერა "სტანდარტული შეთანხმების წერილს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სასჯელაღარულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის", რითაც სასწავლო ცენტრს აღნიშნული პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობა დაეკისრა. პროექტი ითვალისწინებდა 8 აქტივობის შესრულებას, როგორიცაა: ექსპერტთა ჯგუფების მიერ სასწავლო ცენტრის განვითარების 2015-2017 წწ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; საბაზისო და პროფესიული მომზადების სასწავლო პროგრამისა და საგამოცდო ტესტების შექმნა; ტრენერთა ტრენინგისა და მენტორების ტრენინგის მომზადება/ჩატარება; ელექტრონული სერტიფიცირების სისტემის დანერგვა; სპეციალური საშუალებების გამოყენების სასწავლო პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ვიდეო-გაკვეთილის მომზადება; სამედიცინო მულაჟების შეძენა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრში სამედიცინო პერსონალის გადამზადებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და შემაჯამებელი კონფერენციის ჩატარებას. გარდა ზემოაღნიშნული აქტივობებისა, პროექტის განორციელების პროცესში გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდა დამატებითი აქტივობის განხორციელება, რომელიც მოიცავს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის კასკადური ტრენინგების ჩატარებას და სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სწავლების გზით, აღნიშნული რეფორმის წარმატებული განხორციელებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტური იმპლემენტაციის ხელშეწყობას. პროოექტის ფარგლებში გადამზადდა სისტემის 850 თანამშრომელი, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა, კერძოდ: აღმოსავლეთ საქართველოს დაწესებულებებში დასაქმებულმა 600-მა მონაწილემ გადამზადება სასწავლო ცენტრში გაიარა, ხოლო დასავლეთ საქართველოს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს 250 მონაწილე) სწავლება დაწესებულებებში ჩაუტარდათ. ზემოაღნიშნული ყველა ღონისძიება წარმატებით განხორციელდა. პროექტის დახურვის ცერემონიალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო დაწესებულებების, სეაერთაშორისო და ადგილობრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული თანამშრომლობისა და პროექტის მნიშვნელობაზე დამსწრე საზოგადოებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესაუბრა. საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე შომბი შარპი, მინისტრის პირველი მოადგილე კახი კახიშვილი, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი კახა ხიმშიაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი გოგი გახარია. "სიამაყით ვესწრებით დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც ნაწილია იმ დიდი პროგრამისა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად და რომელიც ეხება საქართელოს საჯარო სექტორში დემოკრატიული რეფორმების გატარებას. დღევანდელი ღონისძიება ეხება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის მთავარი დანიშნულება იყო სასწავლო პროფესიული სწავლების სისტემის შექმნა და სასჯელაღსრულების სამინისტროს გაძლიერება. ეს დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, იმიტომ, რომ სწორედ პროფესიული, კვალიფიციური თანამშრომლების არსებობა სასჯელაღსრულების სისტემაში, განაპირობებს ადამიანის უფლებათა კვალიფიციურ დაცვას. ჩვენი პროექტის ფარგლებში გადამზადდა 800-მდე თანამშრომელი, მოხდა 19 ტრენერის გადამზადება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სოლიდური საფუძველი შეიქმნა ამ სასწავლო სისტემის სამომავლოდ განვითარებისთვის",-განაცხადა გაეროს მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე შომბი შარპიმ. პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები საზოგადოებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა მაია ხასიამ გააცნო. "ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომდღეს სასწავლო ცენტრში ტრენინგები მიმდინარეობს, რომელიც ორიენტირებულია საკანონმდებლო ცვლილებების სასჯელაღსრულების სისტემის პერსონალისთვის გაცნობაზე. პრაქტიკულად, შესაძლებელი გახდა 850-ზე მეტი ადამიანის გადამზადება პროექტის ფარგლებში, რაც მიზანმიმართულია იქითკენ, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები დაყვანილ იქნეს ყველა რიგით თანამშრომელზე სასჯელაღსრულების სისტემაში და მის იმპლემენტაციას შეეწყოს ხელი. პროექტი ივლისის თვის ბოლოს სრულდება",-აღნიშნა მაია ხასიამ. კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეო-გაკვეთილის ჩენება შედგა. ასევე, კონფერენციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)