|
2015-07-20 18:04:24, 625 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი იქმნება
საქართველოში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი იქმნება. ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს შინმოვლის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მომსახურების ხარიხხიანად მიწოდება და გარკვეული ხარვეზების შემთხვევაში, მათზე სათანადო სწრაფი რეაგირება. სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბების ფარგლებში, თბილისში, ბათუმსა და გორში მომუშავე ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან სპეციალური შეხვედრები იმართება. აუდიენციის მიზანია, თითოეულ ჯგუფს კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს შინმოვლის პროგრამისა და სერვისების შესახებ. „ჩვენ ამ შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებმა ერთ ენაზე ისაუბრონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ სწორად გაიგოს ამ პროგრამის არსი - ბენეფიციარმა უნდა იცოდენენ რის მოთხოვნის უფლება აქვს, მიმწოდებელმა (ადგილობრივმა ხელისუფლებამ) უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისების ხარისხიანად მიწოდება და თუკი პროცესში რომელიმე მხრიდან გარკვეული გადაცდომა ან ხარვეზი გამოიკვეთება, უკვე ინფორმირებული ჟურნალისტთა ჯგუფი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ჩვენი შეხვედრების მზიანია სწორედ ამ რეაგირების ჯგუფის ფორმირება, რათა ხარისხიანი შინმოვლის პოროგრამა ზუსტად ისე მივიდეს ბენეფიციარამდე, როგორც ეს მას ეკუთვნის და არავის უნდა მიეცეს საშუალება გარკვეული მანიპულაციებით პროგრამის დისკრედიტაცია მოახდინოს“,- განაცხადა კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ბათუმსა და გორში მომუშავე ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებთან უკვე ჩატარდა. „დედაქალაქს გარეთ, ანუ იმ ქალაქებში სადაც შინმოვლის პროგრამა ხორციელდება - ბათუმსა და გორში უკვე თითქმის დავასრულეთ შეხვედრების პირველი ტალღა. დაგვრჩა გორში ერთადერთ ჯგუფთან - ბენეფიციარებთან შეხვედრა, რომელსაც მიმდინარე კვირაში ვგეგმავთ. ასევე, თბილისშიც დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები და პირველი ჯგუფი, რომელსაც შინმოვლის პროგრამაზე ვესაუბრეთ, ჟურნალსიტები იყვნენ. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა პროცესი და ძალიან აქტიურები იყვნენ. უმეტესობამ თქვა, რომ პირველად გაიგეს შინმოვლის პროგრამის არსებობის შესახებ და სამომავლოდ მეტ ყურადღებას დაუთმობენ მოხუცებისა და შშმ პირების პრობლემების გაშუქებას. ასევე, მათი მხრიდან საკმაოდ საინტერესო იდეები გაჟღერდა საინფორმაციო კამპანიის წარმართვისა და მოხალისეობის საკითხებზე. ჩვენ ამ იდეებს სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ“,- აღნიშნა უჩა ვახანიამ.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)