|
2015-07-20 15:51:11, 497 ნახვა
საზოგადოება
ოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა
რიგით ოცდამეხუთე საზოგადოებრივი ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში გაიხსნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით, მომხმარებელს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. უკვე არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მსგავსად, ქვემო ნატანების საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოსახლეობას ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრები მოემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი, ქვემო ნატანებთან ერთად მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებსაც, 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს სთვაზობს. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის და მათ საშუალებას მისცემს კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ქვემო ნატანების საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 24 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას და კაზრეთის, შილდას და ორსანტიას მოსახლეობას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)