|
2019-05-29 13:09:43, 940 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: ვხედავ საკმარისზე მეტ რესურს როგორც ჩვენს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში, რომ საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უღირსი საქციელია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ დავით გარეჯის საკითხი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ და კინკლაობის საგნად გადააქციონ. როგორც მან ტელეკომოანია „იმედის“ სტუმრობისას აღნიშნა, არსებობს რესურსები, რაც აზერბაიჯანთან მიმართებაში საკითხს მოაგვარებს. „უნდა ვუთხრათ ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს ემოციური ფონი არ არის მხოლოდ ჩვენი განწყობა და ჩვენი განცდა. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას მოვუწოდებთ რომ მაქსიმალურად სიფრთხილით მოვეკიდოთ საკითხის განხილვას და ჩვენი პოზიციები არ იყოს აგრესიული ფონით, აქ მათ შორის იგულისხმება, რომ ორივე ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება, ცივი გონებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, მივიდეთ იმ სასურველ შედეგამდე, სადაც უკმაყოფილო არც ერთი სახელმწიფო არ დარჩება. ამას სჭირდება ძალიან ფრთხილი მუშაობა, გაანალიზება მთლიანად სიტუაციის, და საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა; საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის დადგენილი, და მხოლოდ ერთ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ცალსახაა, რომ გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღების ცენტრშია, არის ჩვენი კულტურული, რელიგიური, ისტორიული ნაწილი და ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა. ამ შემთხვევაში უპირატესობა გვაქვს იმ ნაწილში, რომ ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომელთანაც გვაკავშირებს საერთო გეოპოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს შესაძლებლობა. როდესაც ვსაუბრობთ უწმინდესის განცხადებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, პატივსაცემი ექსპერტების მიდგომებზე, რომ გვესმის ემოციური ფონი, ეს ბუნებრივია, თუმცა ყველაფერი უნდა მოვაქციოთ ზომიერების ფარგლებში და გონიერი მიდგომებით უნდა მივიდეთ შედეგამდე. პრობლემა სახეზეა , ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ამბიცია,რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართლებით საკუთარი პოლიტიკა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ,მას პირველ რიგში სჭირდება, საზღვრები იყოს დადგენილი. ეს საზღვარი პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის ,არამედ უფრო მეტად ეს არის გამოწვევა ორი სახელმწიფოსთვის. ძალიან კარგი ქნა ქალბატონმა სალომემ და ხელისუფლებაც ამ პოზიციაზეა ,რომ დიახ, როცა არსებობს პრობლემა ,ამას კი არ უნდა გავექცეთ,არამედ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამაზე დაიწყებს მუშაობას . თუკი სიტუაცია მეტნაკლებად გამწვავდა და ამ პროცესში ჩვენ ვცდილობთ ,რომ კრიზისული ვითარებიდან გამოვიდეთ და შედეგზე გავიდეთ ,ესეც არ არის არაორდინალური. სჩვევია საერთაშორისო პრაქტიკას ასეთი მოვლენები და უფრო მეტიც, ასეთ ვითარებაში მეტი ალბათობაა შედეგის მიღწევის. მეორე, ითქვა და მეც გავიმეორებ, ჩვენ გვჭირდება ზომიერება და ჩვენ გვჭირდება გონიერება. ემოციები მოვისმინეთ,ვიხილეთ, ბუნებრივია, პატივი უნდა ვცეთ ასეთ ემოციებს . ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ამაში ცუდი არაფერია. პირიქით ,ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი მენტალიტეტით, თუმცა ამ ზომიერ ემოციებს რა თქმა უნდა გონიერება უნდა დავაყოლოთ . მე ვხედავ საკმარისზე მეტ რესურს როგორც ჩვენს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში,რომ საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე . მე იმასაც ვიტყვი, რომ ამას დასჭირდება გარკვეული დრო და მოთმინებით უნდა მივყვეთ. ჩვენ ვართ მეზობლები და ეს დავამტკიცეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ჩვენ ამ კეთლმეზობლურ ურთიერთობას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს სჭირდება ორივე ქვეყანას და სჭირდება რეგიონს. ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტები რომ არ არსებობდეს ,დღეს სამხრეთ კავკასია ინქებოდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი. სამწუხაროდ, იმ მესამე ძალის- რუსეთის ძალიან ცუდი ჩარევის გამო ეს პერსპექტივები შეზღუდული გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საერთო ჯამში შედეგს მივაღწევთ, პირდაპირ გეტყვით,რომ ამ საქმეშ ერი ,ბერი, მთავრობა ,მხედრობა, ყველა ერთ პოზიციაზეა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია,როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ თავისი ვიწროპოლიტიკური მადა გამოავლინონ და შიდა კინკლაობის საგნად გადააქციონ, რაც არის უღირსი ქცევა. უწმინდესის განცხადება იყო ძალიან დროული და ეფექტური, იქ სადაც საერთო ეროვნული ინტერესებია, უნდა მოვახერხოთ კონსოლიდირება. ჩემთვის სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა, როცა მან რეალურად დიქტატურა ჩამოაყალიბა, ჩემთვის ის,როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს,როდესაც მან როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. ჩემთვის ის არის ჩამოყალიბებული საერთაშორისო დონის ავანტიურისტი და მისი ეს განცხადებაც არის ავანტიურისტული და პროვოკაციის ნაწილი. არ მგონია, რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ ასეთი განცხადებების მოსმენას ან კომენტარს“, - აღნიშნა სესეიაშვილმა.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)