21:16 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-07 20:48:37, 307 ნახვა

ევროპის ამბები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე ხუთს მიაღწია, ათობით კი დაშავდა.

Polsat News-ის ცნობით, დაშავებულებს შორის პოლიციელებიც არიან.

გაზეთის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მანქანით შევარდა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციელებმა დაკავების დროს ის დაჭრეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანზე უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და სამედიცინო ვერტმფრენიც დაეშვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლიცია ინციდენტის მოტივსა და ყველა გარემოებას იძიებს. პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი კრაკოვში მიემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics