22:38 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 12:12:01, 1121 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: პოლიტიკური ძალები დავით გარეჯან დაკავშირებით ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური ძალები ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ.

„ფაქტია, რომ მავანი ცდილობს მუდმივად გამოიყენოს სიტუაცია პოლიტიკური ქულების დასაწერად და ამ კონტექსტით საკმაოდ სახიფათო განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკური ძალები, ამას ისე საზოგადოდ არ აკეთებენ, ავტორები არიან. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც სახიფათოა ქვეყნის სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევის თვალსაზრისით - განაცხადა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ .

მისი თქმით, სოციალურ ქსელში, რომელიც დღეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მმართველია ჩანს ფეიკები , ბოტები ის ადამიანები , რომლებიც ადრე იმავე სახელწოდებით კონკრეტული ოპოზიციური  ძალის პოზიციას იცავდნენ.

მამუკა არეშიძე ეთანხმება მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომლიც აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებულ პროცესებში მესამე ძალა მონაწილეობს.

„როგორც ყოველთვის, როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქმნება ქვეყანაში, აუცილებლად ჩნდება რაღაც ძალა , რომელიც ცდილობს კიდევ უფრო გაართულოს და დაძაბოს” აცხადებს მამუკა არეშიძე

მისი თქმით, მთავარია პრობლემის მოგვარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის გზებზეა სასაუბრო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics