18:23 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 13:59:02, 995 ნახვა

პოლიტიკა
„ორი კახპა ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა“ - ხმაური პარლამენტში

„ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გლანძღავთ, იქიდან თქვენ, რომელი უფრო უარესია და ამ დროს საქართველო იჭყლიტება“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მან მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი, განსაკუთრებით კი, კარლო კოპალიანი გააკრიტიკა:

„მედიცინაში ცნობილია ფანტომის ეფექტი, როდესაც ადამიანი კიდევ დიდხანს გრძნობს მოკვეთილ კიდურს და აწუხებს. სამწუხაროდ მოკვეთილი ფანტომის დონეზეც არ შეგრჩათ ნამუსი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს კიდური არასდროს არ გქონიათ. სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს, როდესაც ვუსმენ ბატონ ძიძიგურს, ბატონ მათიკაშვილს, ბატონ კარლოს, რომელიც ახლა ბოლოს გამოვიდა. ზვიად ძიძიგურის გამოსვლამ გამახსენა იგავ-არაკი, რომელსაც ბავშვობაში ვსწავლობდით, როდესაც მდინარის პირზე მაღლა მდგომი მგელი დაბლა მდგომ კრავს აბრალებდა წყლის ამღვრევას. როდესაც ლაპარაკია ბატონო ძიძიგურო ზუგდიდში ვითარების დაძაბვაზე, დაძაბულობის ინიციატორები თქვენ ხომ არ იყავით შემთხვევით?! როდესაც ლაპარაკობთ რომ მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქნებ თქვენი პარტიის როლი არჩევნებში სიტუაციის დაძაბვაში კარგად დაინახოთ. როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ, ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, ბოდიშს ვიხდი ამ ტერნიმისთვის მაგრამ ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გლანძღავთ, იქიდან თქვენ, რომელი უფრო უარესია და ამ დროს საქართველო იჭყლიტება. ბატონო კარლო, თქვენ წინა პარლამენტში ის ხალხი არ ხართ ვინც „ნაციონალური მოძრაობით“ გასული ფრაქციის დახმარებით გააკეთეთ უმრავლესობა? ანუ თქვენ ყოფილ „ნაციონალებთან“ ურთიერთობა შეგეძლოთ, ოღონდ შალვა შავგულიძეს ამის უფლება არ აქვს. გამიკვირდა 26 მაისზე რომ დაიწყეთ ლაპარაკი, მეგონა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისაუბრებდით და მართლა გაოცებული ვიყავი, მაგრამ მერე დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ ფორმას. ბატონ ძიძიგურს მაინც მოუსმინეთ, რომ ძალადობით არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. კარგად მახსოვს იმ 26 მაისს როგორ იყავით სახალხო პატრული რომ გქონდათ, ფარები, კეტები და ძალადობაზე რომ ლაპარაკობდით. იმიტომაც, შეიძლება არაადეკვატური, მაგრამ ის პასუხი მიიღეთ სახელმწიფოსგან, რაც მიიღეთ, ოღონდ გამომწვევი თქვენ იყავით ბატონებო“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მან მთაწმინდის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს დაუჭირონ მხარი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ლაპარაკიც კი არ მინდა. მე მინდა მივმართო მთაწმინდელ ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციის სხვა კანდიდატებს და არა შალვა შავგულიძეს, ბატონებო, შალვა შავგულიძე არის ის კაცი, რომელმაც პირველად დაარღვია ტაბუ და გაბედა პოლიტიკური მომავალი დაეკავშირებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წამოსულ პოლიტიკურ ძალასთან, „ევროპულ საქართველოსთან“. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ დღემდე, „ქართული ოცნება“ არსებობს მხოლოდ ერთი ნარატივით, რომ თურმე გაკარება არ შეიძლება ძველ „ნაციონალებთან“. მე მინდა უბრალოდ მთაწმინდელ ამომრჩევლებს უთხრათ, მეორე ტურში თქვენი რომელიმე კანდიდატი რომ გასულიყო, ჩვენ მზად ვიყავით მხარი დაგვეჭირა, იმიტომ რომ ბოროტების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს სრულიად საქართველო, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩვენ მზად ვიყავით მხარი დაგვეჭირა. ამიტომ სადაც ელოდებოდით, რომ ჩვენ დაგიჭერდით მხარს, ამაღლით ვიწრო პარტიულ ინტერესზე და გაბედეთ, დაუჭირეთ მხარი შალვა შავგულიძეს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მის განცხადებს დარბაზში ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს კარლო კოპალიანი და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ნაწილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics