|
2019-05-26 18:15:51, 1006 ნახვა
პოლიტიკა
1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა
თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მემორიალის გახსნის მნიშვნელობას და ისაუბრა პოლიტიკური ემიგრაციის ღვაწლზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია . „ჩვენ რა თქმა უნდა ამ მემორიალით პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, პირველ რიგში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც არ შეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ემიგრაციის პირობებში განაგრძობდნენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. დღეს რომ საქართველო ასე ახლოს არის ევროპასთან სწორედ მათი დამსახურება" - განაცხადა ზალკალიანმა მისი თქმით ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. "რა თქმა უნდა ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული . ამიტომ ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკნ სვლას და ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დიდი იმედი გაქვს, ჩვენი სათვისტომოების, რადგანაც მათი ხმა და მათი აქტივობა მსოფლიოსო სხვადასხვა კუთხეში უაღრესად მნიშვნელოვანია."-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა . დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ, ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)