16:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 11:03:24, 968 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: „უნიათობის“ ე.წ. მესიჯმა არ გაჭრა, „ოცნებამ“ მოიგო, როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნები

„არჩევნები რეიტინგის ყველაზე კარგი საზომია, თუ CRRC  სულ რაღაც 40%-ით ცდება, აქ 0%-იანი პროცენტიანი ცდომილებაა. არჩევენების შედეგები კი - 72% , 93% 69%  78%  54% იყო“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის თოქშოუში „არჩევანი“.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია იყო საერთო მესიჯებით ესაუბრათ "ქართული ოცნების" ქმედებებზე. მთავარი მესიჯი იყო, რომ "ქართული ოცნება" არის უნიათო და რომ ქვეყანა გაჩერებულია.  არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს  რეალობა იყო თუ არა. თუმცა, ამ მესიჯებმა არ გაჭრა, რადგან საზოგადოების ნაწილმა არ დაიჯერა, სხვა ნაწილმა  დაიჯერა, მაგრამ მათთვის ეს ბოროტებასთან არ ასოცირდა და  "ქართულმა ოცნებამ" მოიგო როგორც 2016  წლის საპარლამენტო, ასევე 2017  წლის თვითმმართველობის არჩევნები.  მისი თქმით, მესიჯები გადაფარა იმ განწყობამაც რომ მმართველი გუნდი არჩიეს იმ ძალას, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ძალადობასთან.

„2016 წლის შემდეგ მესიჯბოქსი შეიცვალა თქვენი მხრიდან, „უნიათომ“ რომ არ გაჭრა და დიდმა ნაწილმა არ დაიჯერა არც უნიათობა და არც ის, რომ ქვეყანა გაჩერებულია, დასხდნენ ნაცმოძრაობის ლიდერები, იდეოლოგები, სხვადასხვა განშტოების ლიდერები და თქვეს, ეს არ ჭრის და მოდი ახალი მოვიფიქროთ - მავნებელი - ასე უნდა დავაიდენტიფიციროთ „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში და წამოვიდა ბიზნესზე ზეწოლა, ვითომ ოქუაშვილის ქეისი, ხაზარაძის ქეისი,  სარალიძის საქმე ლამის გირგვლიანის საქმესთან გააიგვეს, მაშინ, როცა ბავშვებში უბედურება მოხდა. იქ შეცდომებიც იყო გამოძიების მხრიდან დაშვებული , რაც ჩვენ დასკვნაში ჩავწერეთ. ეს საქმე, სადაც პროკურატურის პოზიციას არ დაემთხვა სასამართლოს პოზიცია და დემოკრატიის რამხელა ხარისხზე მეტყველებს ეს ყველაფერი, ლამის გირგვლიანის საქმეს გაუთანაბრეთ. ერთი პერიოდი იმასაც ამტკიცებდით, რომ  ქუჩაში სუბელიანის ბანდები დათარეშობდნენ. ეხლა რადგან უნიათობის და ქვეყანა გაჩერებულიას ამ რბილმა ე.წ. მესიჯმა არ გაჭრა,  წამოვიდა, რომ ქართული ოცნება მავნებელი და ბოროტია, რათა სხვა, ცუდ რაღაცეებთან მოხდეს იდენტიფიცირება „ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლების რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ   შეუძლებელია "ქართული ოცნების“ 2012 წლის რეიტინგი 2016 წელსაც იგივე ყოფილიყო.

„თუმცა, მთავარი კითხვა უნდა იყოს რამდენი პროცენტით იყო ცვლილება. NDI-ს კვლევაში  დიდი ცდომილებები იყო 2016  წლის რეიტინგის წარდგენისას. 2016 წელს ქართულ ოცნებას ჰქონდა 17 % და მაშინ 49 % მივიღეთ. ასევე იყო 2017 წელს - აცდენები იყო ხან 10  ხან 20 ხან კი 30 %-ით “ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(NS)

ავტორი: ექსპრესნიუსი,

სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics