16:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 17:16:46, 1195 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: სააკაშვილი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და რა გზით არის მოპოვებული, პასუხი საზოგადოებას თავად ექნება

ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული, ამაზე პასუხი საზოგადოებას თავად ექნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, რა გზით ექნება ყოფილ პრეზიდენტს ნაშოვნი ქონება, ამაზე პასუხი საზოგადოება თავად ექნება.

„რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ ეს მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირა იფიქრეს ამაზე და ეხლა მოიფიქრეს ახალი პიარ სტრატეგია, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია,  თითქოს ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა მას. ერთადერთი ეს იყო, რაც მოიფიქრეს იმიტომ, რომ იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა, ფაქტი შეძენის ნამდვილად ვერ უარყვეს. მრავალ მილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რომ რაღაც გროშები ჩაურიცხონ , რომ კამპანია აწარმოოს, ეს რას ნიშნავს ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ ჭირდება.

აქ არის ყველაფერი ხელის გულზე, ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის. არის ფაქტიურად უტყუარი დადასტურებული ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული ეს არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics