|
2019-05-20 14:56:09, 979 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - გუშინდელი არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არჩვენები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. დეპუტატი თვლის რომ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გარდა ზუგდიდისა, ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან: „გუშინდელი დღე ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს ხალხისგან სერიოზული მხარდაჭერა და პოლიტიზირებული მედიის მცდელობა, შეექმნათ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ, ფუჭი აღმოჩნდა. ალბათ დარწმუნდნენ, რომ ეს იარაღიც აღარ უჭრით. ტყუილზე დაფუძნებული ნებისმიერი ქმედება ყალბია და ამ სიყალბეს ადვილად ცნობს ხალხი. გარდა ზუგდიდისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდეგ ზეცაში ფრენას თავი უნდა დაანებონ და მიწაზე დაეშვან. უნდა შეიგნონ, რომ ქართველი ხალხი მათ ხელისუფლების სადავვებს აღარასდროს მისცემს. გუშინდელი დაძაბული დღის შემდეგ არა მარტო ზუგდიდის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა. მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპონენტ ნაციონალურ მოძრაობას და მის პარტიულ ტელევიზიას, ამის შემდეგ მაინც დაასვენონ საზოგადოება და მოასვენონ ქვეყანა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ არჩევნებზე მივიდა და ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა. მიუხედავად ნაციონალების ბევრი მცდელობისა, ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგო და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატარა. მადლობას ვუხდი ასევე სამართალდამცავებს ეფექტური მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა სამეგრელოს და ზუგდიდელებს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ. რაც შეეხება გენერალურ რეპეტიციას, რომელზეც ასე ხმამაღლა კრიტიკულად აპელირებდნენ ოპოზიციის და მათი მედიის წარმომადგენლები, ვიტყვი რომ დიახ, ეს შუალედური არჩევნები ნამდვილად იყო 2020 წლის გენერალური რეპეტიცია",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)