|
2019-05-20 00:22:56, 2268 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ
"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის კანდიდატებმა დამაჯერებელი შედეგებით გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ტურის დამკვიდრების პრაქტიკა მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, მათ ასწორებს და წინ მიდის. მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ და გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე, და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები ამასთან, მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია. "მათი თითოეული ლიდერის ნარატივი იყო ის რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა და ამომრჩეველი რამენაირად, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. ე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რამდენიმე რეგიონის პოლიციის უფროსები იყვნენ ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მე მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ ხუთი ათასი მათი აქტივისტი ჩაყვანილი იყო ზუგდიდში, ანუ ადგილობრივი არ იყო. ამ შემთხვევაში მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალებით ზუგდიდში ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს მათი ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ. მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას", - აღნიშნა მან.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)