15:47 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 15:08:50, 1152 ნახვა

პოლიტიკა
ISFED: მარნეულში ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ყუთში 4 ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან გაიქცა

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რიგ საარჩევნო უბნებზე  პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა.

ISFED-ში ამბობენ, რომ ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას.

"ამ ეტაპზე, დარღვევების სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის #68 საარჩევნო უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის გარდა, დაფიქსირდა ბიულეტების ჩაყრა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევები. ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა დაფიქსირდა მარნეულისა და ზუგდიდის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე. უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

რა დარღვევები დააფიქსირა ISFED-მა: 

  • მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. კომისია იმგვარად არის განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდებთან, რომ პროცესზე დაკვირვება შეუძლებელია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება შეუზღუდა. ამავე უბანზე, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ, კომისიამ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების შესახებ ოქმის შედგენა განიზრახა. 
  • ზუგდიდის #44 და #100 საარჩევნო უბნებზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დროულად არ დაუშვეს და შეუზღუდეს სრულყოფილად დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა. 
  • ზუგდიდის #70 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის წევრმა შეუზღუდა ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, რათა მას არ დაეფიქსირებინა უბანზე არსებული არეულობა. 
  • მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბიულეტენი. 
  • ზუგდიდის #97 საარჩევნო უბანზე იყო არეულობა და დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარესა და უბანზე მყოფ პირებს შორის. უბანზე გამოიძახეს პოლიცია რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. 
  • მარნეულის #89-ე უბანზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა კომისიის საქმიანობა შეაფერხა. იგი ერთ-ერთ ამომრჩეველს ადანაშაულებდა არაერთგზის ხმის მიცემაში, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მოქალაქეს მარკირება არ აღენიშნებოდა და იგი 89-ე უბნის სიაში ნამდვილად ირიცხებოდა. პარტიის წარმომადგენელმა კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენა. მოგვიანებით, სიტუაცია განიმუხტა და ამჟამად საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 
  • ზუგდიდის #1, #10, #16, #44, და #78 უბნებზე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდნენ, მათი თქმით ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებდნენ ფოტო-ვიდეო გადაღებას. 
  • ზუგდიდის #63 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა სარეგისტრაციო მაგიდასთან. 
    მარნეულის #84 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა დახმარება კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩეველი. 
  • ზესტაფონის #44 საარჩევნო უბანზე, ხულოს #1 საარჩევნო უბანზე და ოზურგეთის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს გადასცეს 3 ზედმეტი ბიულეტენი. 
  • ზუგდიდის #90 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა გასცეს 5 ზედმეტი ბიულეტენი.  
  • მარნეულის #25-ე საარჩევნო უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით. დამკვირვებლის შენიშვნის შემდგომ, კომისიამ ხელახლა, პროცედურების დაცვით ჩაატარა ორივე წილისყრა.
  • ზუგდიდის #18 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა საარჩევნო ბიულეტენს ხელი არ მოაწერა და არ დაამოწმა კომისიის სპეციალური ბეჭდით. 
  • ზუგდიდის #3 საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენი საარჩევნო ყუთშიკონვერტის გარეშე ჩააგდო. 
  • მარნეულის #10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრება 5 ამომრჩეველზე ბიულეტენები კომისიის ხელმოწერების გარეშე გასცეს.
  • ხულოს #8 და მარნეულის #25 საარჩევნო უბნებზე ერთიან სიაში არ იყო აღნიშნული გადასატანი ყუთის სიაში შეტანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია.
  • მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები წილისყრით განსაზღვრულ ფუნქციებს ერთმანეთში რეგისტრაციის გარეშე ცვლიან.
  • მარნეულის #84 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან სისტემატური სახე აქვს მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემას. 
  • ადიგენის #2 საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა სიებით ხდება უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა. 
  • მთაწმინდის #1, #22 და #25 უბნებზე ნაკადის მარეგულირებელთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“-ს აკრედიტირებული დამკვირვებლები მოსული ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს ამოწმებდნენ და შემდგომ ტელეფონის გამოყენებით, მათ ვინაობას დაუდგენელ პირებს გადასცემდნენ.
  • ოზუგეთის #57, ზუგდიდის #94, ხულოს #32 საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს.
  • ჭიათურის საარჩევნო ოლქის #19 და #58 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება როგორც “ქართული ოცნების” ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. 
  • მარნეულის #21 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ამომრჩევლის პირად ნომერს იწერდა სიიდან, რაზეც “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიამ მოახდინა რეაგირება და პირმა შეწყვიდა მონაცემების აღრიცხვა. 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics