15:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 09:36:04, 859 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ

არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩეველს არჩევანის მშვიდად გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს.

„როგორც მოგეხსენებათ დღეს არჩევნები ტარდება. მთაწმინდის ოლქში აირჩევა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში ხულოში აირჩევენ მუნიციპალიტეტის მერებს. ასევე, საკრებულოს წევრების არჩევნები ჩატარდება ქალაქ ოზურგეთში , ქალაქ ტყიბულში, ქალაქ ჭიათურაში, ასევე წყალტუბოში გუმბრას თემში, ასევე ადიგენში აბასთუმნის თემში, ახმეტაში ხაალაწნის თემში, საგარეჯოში უჯარმის თემში, ზესტაფონში სანახშირის თემში.

მასშტაბი არჩევნების არის საკმაოდ დიდი. მთლიანად არჩევნებში საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. უბნების გახსნის დროს რამე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულია, რაც არის ძალიან  მნიშვნელოვანი.

ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს მისცენ საარჩევნო პროცედურებში მშვიდად მონაწილეობის საშუალება.

ასევე, ჩვენს აქტივისტებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფოტოსურათიან სიებს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო მათ შორის ჩვენი აქტივისტებისთვის, ამ სიებით სარგებლობა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ წარმოადგენს დარღვევას. ეს არის ერთერთი საშუალება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა. საარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი მხარდამჭერების არაპროპორციული რაოდენობა, შესაბამისად არსებობს დესტრუქციის საფრთხე.

ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი   ორგანოების  ფუნქცია,  შესაბამისად ყველას კიდევ ერთხელ  მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისაგან,  ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ  მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი  იყოს არჩევნების პროცესის მშვიდ ვითარებაში  და დარღვევების გარეშე წარმართვა.  ასევე, მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო  პარტნიორებს, სამოქალაქო  საზოგადოებას ყურადღებით დააკვირდნენ  საარჩევნო  პროცესს. ბოლოს მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს  აქტიურობისაკენ.  მაღალი აქტივობის პირობებში  შესაძლებელია  ყველა საარჩევნო  ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარ  დეპუტატს  მთაწმინდაზე, ღირსეულ  მუნიციპალიტეტის  მერებს  და ღირსეულ საკრებულოს  წევრებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics