|
2019-05-18 14:31:38, 854 ნახვა
პოლიტიკა
არნო სტეფანიანი: რთულია, როცა უბანზე ათობით დამკვირვებელია, რომლებმაც არ იციან, როგორ დააკვირდნენ არჩევნებს
რთულია, როცა უბანზე ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს, - ამის შესახებ საერთო სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველო" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანმა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში მიმდინარე პროცესებს შეეხო. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არის მარნეულში რამდენიმე ათასი დამკვირვებელი რეგისტრირებული. ,,დღეს შეხვედრაზე თავისთავად ყველა საარჩევნო ოლქზე იყო საუბარი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ პროცესები, რომელიც ზუგდიდსა და მარნეულში მიმდინარეობს. ხვალ მარნეულის ოლქში დავაკვირდებით არჩევნებს. ჯერჯერობით ისეთი ინციდენტი არ ყოფილა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა თვითონ პროცესს, თუმცა ხვალ ველით დაძაბულობას. სულ ცოტა, ის არის გაუგებარი ჩვენთვის, რომ რამდენიმე ათასი დამკვირვებელია მარნეულში რეგისტრირებული. რთულია, როცა შედიხარ უბანზე და ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც ისიც კი არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს. მახსოვს, რომ წინა არჩევნებზე ინციდეტები ზუსტად ამ ადამიანების გამო იყო. ვფიქრობ, ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, რადგან როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდებათ ამ ორ ოლქში მუშაობა“, - განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.
(NS)
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)