14:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 16:00:45, 791 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჭიათურელების ასეთი მდგომარეობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო

ჭიათურელების ასეთი მდგომარეობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო - მინდა, ისტორია შევახსენო დემაგოგ და ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2007 წელს ოპონენტებმა ხელოვნურად გააკოტრეს საწარმო.

„რაც შეეხება დღევანდელი ჩამოსვლის მიზეზს, ჩვენ ვუერთდებით ჩვენი ძალიან ღირსეული კანდიდატის, ჭიათურელის, ბატონი გივი მოდებაძის წარდგენას და ვუდასტურებთ მხარდაჭერას. გვჯერა, რომ ის ღირსეულად მოემსახურება ჩვენს ხალხს , თქვენ ჭიათურელებს და გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ თქვენს წინაშე არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას. ბოლოს მე მინდა შევახსენო ყველას და ჯერ კიდევ სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებად წოდებულებს დღევანდელი მდგომარეობა, რის გამოც ჩვენი ჭიათურელები აპროტესტებენ მათ ყოფას. ეს, რა თქმა უნდა, დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს.

მე მინდა ისტორია შევახსენო დემაგოგ და ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად წოდებულ ამ მართლაც კრიმინალებს. 2007 წელს, მე ვიცი კარგად ეს, მათ ხელოვნურად გააკოტრეს ეს საწარმო , მრავალმილიარდიანი საწარმო, რომელიც ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს კუთვნილება იყო და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, კორუფციული გარიგების საფუძველზე, სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ჩამოიყვანეს ინვესტორი და სულ რაღაც მიზერულ ფასად, მიზერულს ვახსენებ, იმიტომ, რომ 100 მილიონი თუნდაც არის ძალიან მცირე ასეთი უზარმაზარი საწარმოსთვის და არავითარი ვალდებულება არ ჩაუწერეს. დაახლოებით 7,თუ 8 წლის განმავლობაში არავითარი ვალდებულება ეკოლოგიური მიმართულებით კომპანიას არ ჰქონდა. ჩვენი ხელისუფლების დროს ჩვენ კომპანიას დავუდგინეთ შესაბამისი მოთხოვნები, რომ მათ უნდა გამოესწორებინათ ადგილობრივი სიტუაცია, ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც მიადგა გარემოს საჭიროებდა დროულ რეაგირებას. მაშინ ამ კომპანიას ძალიან მაღალი ჯარიმაც დაერიცხა და ზიანის ანაზღაურებაც მოეთხოვა. დღემდე მოვედით ისე, რომ წარსულში გაფუჭებული ეს პრობლემები ჩვენ დაგვხვდა, მაგრამ მე მჯერა, რომ კომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი გაითვალისწინებს ჩვენი მაღაროელების ობიექტურ მოთხოვნებს და მათ ძალიან დროულად გადაუჭრის ამ საკითხებს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი მოთმინებისთვის. ყველა ხელისუფლების ვალია, რომ გემსახუროთ თქვენ, როგორც ოჯახის წევრებს. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე , გისურვოთ გამძლეობა, მხნეობა და თქვენი ოჯახების და ჩვენი დიდი ოჯახის საქართველოს ძლიერება!“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics