|
2019-05-17 15:32:38, 743 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის
ზუგდიდში „ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს და სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. "მინდა მოგმართოთ ზუგდიდის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად. როგორც ჩვენთვისა არის ცნობილი, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „რუსთავი 2-ს“, თუმცა ამას არ აქვეყნებენ, აქ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნებისათვის განწყობილებებზე და ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომელიც უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიას. ისინი თითიდან გამოწოვილი მიზეზით შეეცადნენ, რომ დესტრუქცია შეეტანათ ამ კომისიის მუშაობაში და შესაბამისად შეექმნათ პრობლემები საარჩევნო პროცესისთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც მათ განაცხადეს ზუგდიდში ჩამოდის რამდენიმე ათასი, 5 ათასი დამკვირვებელი და 3 ათასი მათგანი დაახლოებით. სხვადასხვა საფარ ქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებში. ნათელი არის ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში, შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემა, რისთვისაც ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხარო ფაქტი ასევე გახლავთ ის, რომ ადამიანები რომლებიც ჩამობრძანებულები არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოუწოდებ მათ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არჩევნების მიუხედევად, არჩევნების ბატალიების მიუხედევად, იმოქმედონ ყველა იმ პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს და არის გაწერილი საქართველოს კანონში. ფაქტია რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მშვიდი არჩევნები არ სურს, ამას თითოეული თქვენთაგანი კარგად ამჩნევს , მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს აქტივისტებს, აბსოლუტურად ყველა ზუგდიდელს, რომ მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა პროვოკაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს . ჩვენ ეს ღირსეულად უნდა ჩავიაროთ, ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები და ზუგდიდში ზუგდიდელებმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ზუგდიდელებმა უნდა ავირჩიოთ ჩვენი მერი . მათგან განსხვავებით თქვენ კარგად ხედავთ , რომ ჩვენ გვქონდა კამპანია შინაარსიანი, კამპანია, რომელიც ზუგდიდელებზე იყო ორიენტირებული და არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი არც აგრესიაზე, არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი იმაზე , რომ რაიმე ფორმით ვინმეს შეშლოდა ხელი. მივმართავ ყველას, კიდევ ერთხელ, რომ მშვიდად გავიაროთ შემდეგი ორი დღე და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ჩვენს არჩევნებში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
(NS)
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)