14:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 10:59:35, 835 ნახვა

პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი და გიორგი გოგლიჩიძე სოფლების- საზანოს,ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის  კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების- საზანოს,ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდა.

 მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივებს ის  პროექტები გააცნო, რაც რეგიონში და კონკრეტულად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, მალე დასრულდება წყლის სისტემის მოწესრიგება.

 "ზესტაფონში რეგიონული განვითარებისთვის 5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი გვაქვს განსაზღვრული, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გვაქვს გზების დეპარტამენტის 15-მდე პროექტი და ამდენივე იგეგმება წლის განმავლობაში",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმერეთის რეგიონისთვის 60 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

 ზესტაფონის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, საზანოში წელს ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღი აშენდება.

"უკვე არსებობს პროექტი და სამუშაოთა ნუსხაში ჩასმულია 2 სოფლის - ტყლაპივაკისა და ზოვრეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ასევე, საზანოში აშენდება საბავშვო ბაღი, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ბაღებს შორის ერთ-ერთი თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის იქნება. ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას”,-აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ასევე, მაია ცქიტიშვილმა სოფელ შროშის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა ხევი-არგვეთის ავტობანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ იქ დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ახალი გზის მონაკვეთზე გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics