|
2019-05-17 10:57:14, 860 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ. ლადო კახაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც პარლამენტის მომავალი წევრის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კულტურის ღონისძიებების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ხელშეწყობა. „პირველ რიგში უღრმეს მადლობას გეუბნებით მხარდაჭერისთვის, თქვენი აქ ყოფნა უდიდეს ძალას მაძლევს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვდგავარ, სადაც უნდა ვიდგე. 19 მაისის შემდეგ მე ვიქნები თქვენ გვერდით არა მხოლოდ როგორც მეგობარი, არამედ როგორც მაჟორიტრი დეპუტატი ამ უბნიდან პარლამენტში, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერებს ყველა თქვენ იდეას“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)