21:36 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 14:38:36, 1149 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ვთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე

„ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე" - მედიისადმი ეს შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა იმის  საჩვენებლად, მიისაკუთრა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის, რასაც მას მიხეილ სააკაშვილი აბრალებს.

„აქ არის მედია და მე მინდა მათ პირდაპირ მივმართო - რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერია თბილისი, სასათბურე კორპორაციები და სხვა, ჩამონათვალი იყო იქ, რაც ღიმილისმომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა გააკეთეს - სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება რეალობის დამახინჯებას.

„ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაფუთვას და დამახინჯებას, თავიანთი ცოდვებისა და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან - ალბათ ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ. მე გპირდებით რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ".

 

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics