|
2019-05-13 14:46:20, 1493 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილი გუნდში პოლიტიკური წონის არ მქონე ხალხს იკრებს და მერე მათი დამცირებითაა დაკავებული
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" განახლების საკითხს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით გუნდში, სადაც პოლიტიკოსებს მხოლოდ ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილი აერთიანებთ და პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ, განახლებაზე საუბარი შეუძლებელია. "არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც მოქალაქე, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ არათუ რამის განახლებას, საერთოდ რაიმე ძვრასაც კი იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილია. იმ მოდელით, რაც მას აქვს და იმ პრინციპებზე აწყობილი, როგორიც ისინი არიან, ანუ უპრინციპობაზე, ანუ იმაზე, რომ ამ ხალხს არაფერი არ აერთიანებს, გარდა ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილისა, აქ რაიმე ტიპის განახლებაზე საუბარი შეუძლებელია", განაცხადა გიგა ბოკერიამ. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა კომენტარი დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა, რომ თითქოს მაია მიმინოშვილი "ქართული ოცნებისთვის" ახალ კადრებს დაატრენინგებს. "მე ეს მიმაჩნია, ბრჭყალებში, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს სევდიანად სასაცილო ამბად, იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი მიმინოშვილი ვინ არის, რა კომპეტენცია აქვს, აქ საუბარია იმ გუნდზე, რომელიც უნდა მოდიოდეს ამბიციით, რომ აქვს ერთიანი ხედვა, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს ან იმ გამოწვევებს უპასუხოს, რაც დგას. ამაში ვინმესი მომზადება, არ არსებობს. ეს უნდა იყოს ხალხი, რომელიც პოლიტიკურად თავის ფეხზე დგას, პოლიტიკური გუნდი ასე იქმნება. ივანიშვილის მოდელი სრულიად საპირისპიროა, ის სპეციალურად იკრიბავს გარშემო ხალხს, რომელთაც პოლიტიკური წონა არ უნდა ჰქონდეთ და მერე ყოველდღე მათი პოლიტიკური დამცირებითაა დაკავებული. ამიტომ, არსებითი ცვლილების ვერანაირ შანსებს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ეს არის მოდელი, რომელიც გულისხმობს, რომ გუნდი ივანიშვილის გარშემო პოლიტიკური წონის არ მქონე, პოლიტიკურად არარსებული ადამიანებისგან უნდა იყოს შემდგარი. ეს არის მისი ამოცანა და ასე ესმის მას საკუთარი ძალაუფლების გახანგძლივება, რაც ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის", განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)