11:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-10 13:34:28, 1380 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: საია-ს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული უხარისხო პასკვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას თავისი ქვეყნისთვის ეწევა, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის.

ამის შესახებ ის facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მინდა გამოვეხმაურო საია-ს ანგარიშს, ვითომდა, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო გარემოს შეფასებას კი არ წარმოადგენს, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწერილი უხარისხო პასკვილია. მართლა, მოხერხება უნდა, რომ გქონდეს ესეთი ფანტაზია - ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მოხატვა არჩევნებზე ელექტორატის მოსყიდვას დაუკავშირო.

ფონდი „ქართუ“ 25 წელია უწყვეტად ახორციელებს ქართული ეკლესია-მონასტრების, კულტურული ძეგლების, არქეოლოგიური და მატერიალური მემკვიდრეობის აღდგენით სამუშაოებს როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა მაშინაც, როცა მისი ფოტოსურათიც არავის ქონდა ნანახი; მაშინაც, როცა პრემიერი იყო და არ შეწყვეტს მომავალშიც.

ვფიქრობ, რომ მთავარი ფუნდამენტური სხვაობაც სწორედ ეს არის - ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეცა თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის და ამ წერის პროცესში ავიწყდებათ, რომ მსგავსი პასკვილებით, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კი არ დაზარალებენ, არამედ ხდებიან ქართული საქმის მოწინააღმდეგენი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics