|
2019-05-03 14:25:58, 1296 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილება თანამეგობრობის მხრიდან მორიგი გზავნილია
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოზე. ეს არის კიდევ ერთი სერიოზული გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ საქართველოს საკითხი არის ძალიან მაღლა საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროპის საბჭოს დღის წესრიგში", - ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით გადაწყვეტილება მოიცავს ყველა ძირითად საკითხს, რაც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მასში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება, მათ შორის გმობს იმ დაუსჯელობას, რომელიც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებს. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება გაფორმდება მაისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალზე. 2019 წლის 2 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი მეექვსე გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტით ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებსა და მათზე მართლმსაჯულების არასებობის გამო. ამასთან გამოხატულია შეშფოთება საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)