10:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 13:17:57, 1312 ნახვა

პოლიტიკა
„რა ფეტიშიზმია გაბატონებული ევროპის მიმართ?!“ - მარშანია განათლების კანონში სიტყვა „ლიბერალურის“ ნაცვლად, „ეროვნულის“ ჩაწერას ითხოვს

„საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

დეპუტატმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ტერმინის „ლიბერალურ-დემოკრატიული“ ნაცვლად, კანონში „ეროვნულ-დემოკრატიული“ უნდა ჩაიწეროს.

„მივმართავ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას, ძალიან ცუდი რამე ხდება ე.წ. საქართველოს პარლამენტში დღეს. აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიით და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა. ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ თქვენ დააყენოთ ქვეყანა! არ გამოგივათ ეს ამბავი! ლიბერალურ-დემოკრატიულის მაგივრად, ეროვნულ-დემოკრატიული ჩავწეროთ. რა პრეტენზია გაქვთ გამოჩენილო ლიბერალებო?! რა არის ეს, რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები ჰყავს ქვეყანას, რა გჭირთ ხალხნო, რა დაგემართათ?! რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ?! ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან გამომდინარე?!“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტს უყარეს კენჭი, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ჩავარდა, ვინაიდან მას მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, მისაღებად კი, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღების ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილს და დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ეკუთვნით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონის მე-3 მუხლი, რომელიც ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

უფრო კონკრეტულად, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

რაც შეეხება მარგველაშვილისა და ქანთარიას ინიციატივას, ისინი ჩანაწერის შემდეგი რედაქციით შეცვლას ითხოვენ: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics