|
2019-05-02 17:00:13, 1270 ნახვა
პოლიტიკა
გახარია პანკისის მოვლენებზე - კითხვაზე, როგორ ვაპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, გპასუხობთ, დაგვაკვირდით და ნახავთ!
„რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, „როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?“, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარია, პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, პანკისში სპეცოპერაცი არ მომხდარა, პოლიცია იცავდა მართლწესრიგს, რომლის ძირითადი მიზანიც მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყო კონკრეტულ მომენტში. „რაც შეეხება, ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ბევრი თქვენგანი აქ ღელავს და მეუბნება, რომ ვიღაცამ პოლიცია ასეთ დღეში ჩააყენა და ვიღაცამ პოლიცია აცემინა. მეგობრებო, პოლიციის და პოლიციის ძალების იქ ფუნქცია იყო მართლწესრიგის დაცვა. იქ პოლიციის მიზანი შესვლის გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ჩვენი სხვადასხვა მოქალაქეებს შორის და პოლიციამ შეასრულა ღირსეულად თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა მიიღო თავის თავზე. სწორედ ამიტომ იყო აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიების ნაწილში, ეს იყო დაცვითი ღონისძიება. ამიტომ როდესაც ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებთ, წინასწარ რაღაც ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და მართლწესრიგი კონკრეტულ რეაქციაზე, კონკრეტულ მომენტში, რაც პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულეს, რისთვისაც რა თქმა უნდა მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ახლა, რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი იმ პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად, როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან. მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს, გადაცდომის ფარგლები სად იყო, რა მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ჩემთვის რა არის რომ სოციალური პროტესტი, რომელიც მართლა იქ აღმოჩნდა და რომელიც თავიდანვე ვთქვი, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, პოზიტიური მესიჯები გაეჟღერებინა მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა და ამას როდესაც ვაძლევთ პოლიტიკურ და არ მინდა კიდევ სხვა სიტყვები ვთქვა, განზომილებებს ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, მე ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)