|
2019-05-02 13:56:42, 1225 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია იქმნება
გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ახალი ტრანსპორტი, ახალი პოლიციის შენობები, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორები, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური აღჭურვილობა. მინისტრის თქმით, პირველად საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება ამიერკავკასიაში. „საკითხი რასაც მინდა შევეხო გახლავთ ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები. მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გარეშე არ არსებობს თანამედროვე საპოლიციო მომსახურება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინფრასტრუქტურაში ფაქტობრივად დახარჯა 96-97 მილიონი. ეს არის ის ფული, რომელიც დაიხარჯა ახალი ტრანსპორტის, ახალი პოლიციის შენობების, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური აღჭურვილობის და ბევრი სხვა მიმართულებით. პირველად საქართველოში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი და განვითარებული ამიერკავკასიაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში, ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს იქნება ის კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად მოემსახუროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებოს და სხვა საგამოძიებო უწყებებსაც. მაგალითად, დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზებული სისტემა, რაც ნიშნავს რომ, როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას, ან ტყვიას, მას დაახლოებით 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, იმიტომ, რომ ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო 10 წლის შემდეგ. რეალურად, ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით ერთი დღის ფარგლებში, ოღონდ მას შემდეგ რაც მოვახერხებთ ამ ბაზის დიჯიტალიზებას. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ-ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც. მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასაზღვრო პოლიციის როტაციას, მაგალითად, თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, საგანგებო სიტუაციებში მართვას, როდესაც ადამიანი გვიზიანდება მთაში, ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება 4 გამართული, რა თქმა უნდა და არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენი. მოგეხსენებათ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი წელს დაუბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე პერიოდში, რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა - ზუგდიდში, ანაკლიაში.. ბევრგან - დაახლოებით 9 ობიექტი შენდება. გარდა ამისა, ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ ჩვენ სახანძროებს ჰქონდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოემსახურონ მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)