00:57 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 12:54:41, 1203 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა.

მერიის ინფორმაცით, მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. 

კახა  კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, გამწვანების გეგმებსა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროებში კატარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისს სტუმრობთ. მზად ვართ, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ჩვენი დედაქალაქი ბევრად უფრო ლამაზი და სხვადასხვა მიმართულებით უკეთ განვითარებული ქალაქი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე კატარის გარემოს დაცვის მინისტრი თბილისში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. მისი თქმით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქალაქი, ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველ ადგილს  წარმოადგენს. 

 „ძალიან მოგვწონს თბილისი, საინტერესო ქალაქია. აღფრთოვანებული ვარ თბილისის არქიტექტურით. ჩემთვის, როგორც  გარემოს დაცვის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფერო. ამ  მიმართულებით, აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ, კატარელი ბიზნესმენები თბილისში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდებიან“, - აღნიშნა კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics