00:57 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 08:41:40, 1084 ნახვა

საზოგადოება
დღეს წყალი და შუქი თბილისის 7 რაიონს არ ექნება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე ფარნავაზის გამზირის, ნოზაძის გამზირისა და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის აბონენტებს.

12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ იოსებიძის, ანა კალანდაძისა და შარტავას ქუჩებს.

12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება კოსტავასა და ბენდელიანის ქუჩებზე.

13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამსახურდიას II კვარტალსა და ხვიჩიას ქუჩას.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირს, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, კაჭარავას, წერნაკის, ჰოლბრუკისა და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება წინანდლის ქუჩას.

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუწყდებათ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ შატბერიშვილის ხევისა და ჟვანიას ქუჩებს.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.

სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, X მიკრორაიონების, შუამთისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

კრწანისის რაიონში, ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავისა და ხიდის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ რუსთავის გზატკეცილისა (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics