|
2018-10-14 21:13:46, 1539 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის თქმით, მცხეთასთან დაკავშირებით მრავალიღონიეძიებაა დაგეგმილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მცხეთაში,სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო,რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღესთან დაკავშირებით საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. "დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა,სიხარული,სიყვარულიდა მთლიანობა საქართველოისა,"-აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა. პრემიერმა პატრიარქსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. "თქვენო უწმინდესობავ!ძვირფასო მეგობრებო! მინდა მთელს მართლმადიდებელ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს, განსაკუთრებით კი - ჩვენს ემიგრანტებს,მივულოცო სვეტიცხოვლობა -დღევანდელი დღე.სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისა და, ამავე დროს, ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის სიმბოლო, " -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მცხეთასთან დაკავშირებით მრავალიღონიეძიებაა დაგეგმილი. "სახელმწიფო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ღირსეული მემკვიდრეობა, რაც დღეს გვაქვს და ამასთან ერთად განვავითაროთ ჩვენი სიმდიდრე", -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)