|
2018-10-13 18:33:31, 1960 ნახვა
საზოგადოება
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი: გარკვეული ჯგუფები პატრიარქის გადადგომის საკითხზე მსჯელობენ
„საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში სერიოზულად მსჯელობენ კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან გადადგომის (გადაყენების) საკითხზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ავრცელებს. როგორც თეოლოგმა GMTV-ის განუცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას შორენა თეთრუაშვილი და პატრიარქის მოსაყდრეც ფლობს. საპატრიარქოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ტიგაშვილი განმარტავს, რომ ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და გადაწყვეტილებაც, სწორედ ამას უკავშირდება. ამასთან, თეოლოგი საპატრიარქოს თანამშრომლებს და სამღვდელო დასს მოუწოდებს, პატრიარქზე ზეწოლა არ დაუშვან. „როგორც, რამდენიმე კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში სერიოზულად მსჯელობენ კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან გადადგომის (გადაყენების) საკითხზე. აღნიშნულ მზაობას გამოთქვამენ როგორც სამდივნოს კოლეგიის წევრები, ისე გავლენიანი საერო პირებიც, რომელნიც დაახლოებულნი არიან უშუალოდ მდივან-რეფერანტთან და მოსაყდრე შიოსთან. როგორც ჩანს კონსპირაციული შეთანხმების აქტორები ფიქრობენ, რომ კათალიკოს-პატრიარქ ილიას მხოლოდ სიცოცხლეში თუ შესწევს უნარი გაამარჯვებინოს საკუთარ რჩეულსა და ფავორიტს, რადგან მოცემული რეალობის გათვალისწინებით მიტროპოლიტ შიოს სხვა მხრივ არავითარი შანსი არ გააჩნია. ამ მიზნის მისაღწევად, მავანნი, ძალზე დიდ წნეხსა და ზეწოლას ახორციელებენ მის უწმინდესობაზე და დღენიადაგ, დაჟინებით ცდილობენ მის დარწმუნებას აღნიშნული გადაწყვეტილების აუცილებლობაში. მინდა მოვუწოდო საპატრიარქოს თანამშრომლებს, მაღალ იერარქიასა და სამღვდელო დასს – არ დაუშვან ძალმომრეობა და შეთქმული აგრესია კათოლიკოს-პატრიარქზე, დაუყონებლივ დაინტერესდნენ ხსენებული გეგმის ავტორთა ვინაობით, იგრძნონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და ყველაფერი გააკეთონ ეკლესიისათვის ამ განსაცდელის თავიდან ასარიდებლად. ყველაზე მთავარი – ამ მოვლენის საკრალიზაციისთვის მავანნი აპირებენ ზემოთ ხსენებული სისრულეში მოიყვანონ საზეიმო ვითარებაში სვეტიცხოვლობას ან უახლოეს პერიოდში რომელიმე დიდ დღესასწაულზე აღასრულონ“, - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა. ‘
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)