|
2018-10-12 20:32:58, 1469 ნახვა
საზოგადოება
დავით ზალკალიანმა არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარუდგინა
საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (ROADMAP2EU) გააცნო და მისი შეფასებისას მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ეს არის ის შეფასება, რომელსაც ვისმენთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტების გავაცნოთ ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ევროპული ინტეგრაციის კუთხით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, გადადგას მეტი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიღმა და სწორედ ამას ითვალისწინებს მთავრობის ახალი ინიციატივა საგზაო რუკის სახით. ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ნოემბერში გაიმართება. მინისტრის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო ხასიათის ფორმატი, რომლის მსგავსიც არცერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას არ აქვს. „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის" ასეთია იმ კონცეპტუალური დოკუმენტის სლოგანი, რომელიც დღეს წარედგინა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უწყების მკვლევარებს. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმისა და რეფორმების კონსოლიდაციას. საგზაო რუკის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და სათანადოდ გამოყენებას. დოკუმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, გამჭირვალობა-თანმიმდევრულობა-პროგნოზირებადობა. საგზაო რუკა ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოვებას, ევროპის სააგენტოებთან და პროგრამებთან მეტ ჩართულობას. დოკუმენტი უზრუნველყოფს მეტი პრაქტიკული ელემენტების წარმოჩენას და დანერგვას ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის მონაწილეებმა არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის ირგვლივ ორგანიზებული ღონისძიებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ მეტ ჩართულობას და გამოთქვეს მზადყოფნა, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)