|
2018-10-12 14:20:25, 1009 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი ჩატარდა. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი - მარვინ რიზი ეწვია. დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი - კახი კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიზნესფორუმზე მოხსენებით საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკენზი-სმიტიც გამოვიდნენ. ფორუმზე დამსწრე აუდიტორიამ წარმატებული ბრიტანული კომპანიების გამოცდილება და ისტორია მოისმინა. პარალელურად, ბიზნესფორუმის მონაწილეებმა თიბისი გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018" იხილეს. ექსპოზიციაში თავმოყრილია როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე, ისე დამწყები ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 30 წლის მანძილზე თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა ასახავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ამ ორ ქალაქს შორის, დასაწყისიდან დღემდე. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილ მრავალფეროვან მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორის ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურას, მხატვრობას. თბილისსა და ბრისტოლს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ქალაქების მერიის ინიციატივით არაერთი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.
(R)
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)